ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს

“იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელმოწერასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებაში რეალურად არაფერს ცვლის და მას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სუბიექტური მიდგომა აქვს.
“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, მაშინ მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. ის თავიდანვე დაუპირისპირდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტს, ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის იდეას. ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ის პრაგმატულად არ უდგება კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18:00 საათზე, პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები