ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება

არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. იყო ინდივიდუალური შემთხვევები, რაზეც ჰქონდათ რეაგირება შესაბამის უწყებებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა, ის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება.
“ეს არის ”ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ეს ძალიან კარგად ჩანს ამ არჩევნების მაგალითზეც. არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. იყო ინდივიდუალური შემთხვევები, რაზეც ჰქონდათ რეაგირება შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების სისტემურ გამოყენებას, ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ არის დასრულებული ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები