საბერძნეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა

საბერძნეთში, ქალაქ ჰერაკლიონში საერთაშორისო კონფერენციაზე „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი საუკეთესოდ დასახელდა.

„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევისა და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურების წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომი „საქართველოს ტყეების იშვიათი სახეობების წყავმაზას (Osmanthus decorus Boiss. & Balansa)  ჰაბიტატის შესწავლა“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის  გენეტიკური  რესურსების  შესწავლა  და დაცვა“ ფარგლებში მომზადდა.

საერთაშორისო კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ მეცნიერებსა და   სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან საშუალებას აძლევს,  მიმდინარე კვლევითი საქმიანობის  შესახებ ნაშრომები მეწარმეებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნონ.

აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა დელეგატებმა მოსაზრებები და გამოცდილება გაცვალონ,  ბიზნესწრეებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სამომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრონ.

კონფერენცია „გარემო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ (ICENS) ინჟინერთა და მკვლევართა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIER) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა სხავადასხვა ქვეყნის დელეგატებმა მიიღეს“,- აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები