“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საარჩევნო პროცესების განვითარებას”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საარჩევნო პროცესების განვითარებას. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დარღვევების აღმოფხვრას და მდგომარეობის გამოსწორებას დიდ ყურადღებას მიაქცევს.
“თქვენ იცით, რომ საქართველოში მუშაობს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, რომელიც წარადგენს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დეტალურ ანგარიშს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ანგარიშზე დაყრდნობით გამოვიტანთ. ამ პერიოდში ვუსმენთ ძალიან ბევრ საინფორმაციო წყაროს. ცალკეული შემთხვევები ნამდვილად არის, მაგრამ მე ვერ დავარქმევდი ამას სისტემურ დარღვევებს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, საარჩევნო კომისია, ყველა მხარე დიდ ყურადღებას მიაქცევს ამ დარღვევების აღმოფხვრას და მდგომარეობის გამოსწორებას. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ ეუთო-ს ანგარიშის შემდეგ”, – აღნიშნა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები