თოვლი, ქარი და წვიმა – საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი,  20-25მ/წმ სიჩქარით,  იქროლებს. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა, 30 მ/წმ-ს მიაღწიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვისპირა რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ზღვაზე ძლიერი შტორმი.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილის მაღალმთიან რაიონებში – ქარბუქი.
თოვა გაგრძელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, ცალკეული მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები