მომავალ შაბათს, ბავშვებისა და ოჯახების დალოცვის მიზნით, პარაკლისი აღევლინება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მოწამეების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღე მიულოცა. ამასთან, უწმინდესმა მრევლს შეახსენა, რომ მომავალ შაბათს, ბავშვებისა და ოჯახების დალოცვის მიზნით, პარაკლისი აღევლინება.

”დავით და კონსტანტინე ცნობილი წმინდანები არიან. მათ განიცადეს მოწამეობრივი სიკვდილი და კომუნისტების დროს, მეორე წამება იყო მათი, მაგრამ წყალობა ღვთისა არ მოჰკლებია ამ წმინდანებს და საქართველოს”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები