მაშველებმა ბეშუმის უღელტეხილზე ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, ბეშუმის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები