“10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” – დღეიდან ახალი პროექტი იწყება

დღეიდან ახალი პროექტი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, “მეიდანი ჯგუფი” და ონლაინ მაღაზია allwine.ge განახორციელებენ. პროექტში 40-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო 10 ღვინო ბრმა დეგუსტაციითა და ონლაინ ხმის მიცემით შეირჩევა. საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება.
ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს ქართული ღვინის ფესტივალზე შედგა. ღვინის კვირეულის ფარგლებში, ფესტივალი თბილისში, შარდენის ქუჩაზე წელს პირველად ჩატარდა და ამის შემდეგ, ყოველწლიურად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები