დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ თავად ნაყოფიამ აცნობა.
„ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადმომცეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზები ჩემთვის არ განუმარტავთ“, – აცხადებს ქართველი დეპუტატი უკრაინულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „უფლებამოსილმა ორგანომ“ აუკრძალა და ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
როგორც ნაყოფია აცხადებს, ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ლაუნჯ ზონაში იმყოფება და მას სთავაზობენ, რომ საქართველოში საღამოს დანიშნული რეისით დაბრუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები