კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ჩაატარეს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!- ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში ჩაატარეს. ეს საზღვრისპირა რეგიონია, რომლის მოსახლეობასაც განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი დარგები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.

აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ექოსკოპისტი. გაისინჯა 102 პაციენტი, მათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და სისხლში გლუკოზაც განესაზღვრათ. აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყო.

კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – ეს არის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე ®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები