ზურაბ ალავიძემ ვალეს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქალაქში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც წლების მანძილზე, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, რის შედეგადაც ვერ ხერხდებოდა სრულფასოვანი სასწავლო პროცესის ჩატარება.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, პირველი ეტაპზე, კეთდება სახურავი, კედლები, კარ-ფანჯრები და იატაკი, ჩატარდება გათბობისა და წყალმომარაგების სამუშაოები. მეორე ეტაპზე, გათვალისწინებულია ფასადისა და კიბეების გაკეთება, ასევე, ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტი ფინანსდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, 2 ეტაპად და მისი ჯამური ღირებულება 600 000 ლარამდეა. შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, გაიხსნება დამატებითი ჯგუფები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 250-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები