ადგილები თბილისში,სადაც აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხაფანგები დამონტაჟდა

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური, მავნებლის მოსაზიდი ხაფანგები (ფერომონები) უკვე დაამონტაჟეს შემდეგ ადგილებში: “ვაკის პარკი”; პარკი „მზიური”; “ვ.გოძიაშვილის სახ.პარკი”; “რიყის პარკი”; “ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი)”; “დიღმის ტყე-პარკი”; “თბილისის ზღვის პარკი;” “დედაენის პარკი”; “9 აპრილის პარკი”; “9 მარტის პარკი”; “ვერის პარკი”.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტორინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები