როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში- უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოში ტემპერატურის კლება განპირობებულია ჩრდილოეთ რაიონებიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.

დღეს და ხვალ, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი. დროგამოშვებით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში 9-14, მაღალმთიან რაიონებში კი 2-7 გრადუსი, ზოგან 0 გრადუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები