ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. მსახიობი ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს. ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს კინოში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმ „ნატვრის ხეში“მარიტას როლის შესრულებით . მას, ასევე, შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები