დავით ნარმანია სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
თბილისის მერმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა მართლმადიდებლებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. დავით ნარმანიამ ქვეყანას ერთიანობა და წინსვლა უსურვა.
საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები