გიორგი კვირიკაშვილი: მინდა საქართველოს ვუსურვო ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მცხეთიდან, ხოლო პატრიარქს – აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა. პრემიერი სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.

„მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია. დღეს 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში, 1977 წლის 25 დეკემბერს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მისი პატრიარქობის მე-40 სვეტიცხოვლობა. მინდა, პირველ რიგში, უწმინდესს ვუსურვო დღეგრძელობა და საქართველოს – ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი და მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და კიდევ უკეთესი მომავალი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები