ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ერთად, ლიკა ქავჟარაძის ოჯახს მიუსამძიმრა

ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ერთად, ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდზე რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მივიდნენ.
კინოვარსკვლავ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 12:00 საათიდან მიმდინარეობს. მსახიობს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დღეს დაკრძალავენ. კინოვარსკვლავს დღეს, 14 ოქტომბერს, ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს, ფილმებში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. ლიკა ქავჟარაძე განსაკუთრებით პოპულარული თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში – „ნატვრის ხე“ მარიტას როლის შესრულებით გახდა. მას ასევე, შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები