ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან საირიგაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მდინარე პატარა ლიახვზე გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობა გაკეთდა, აშენდა ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყო 2-კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი და წყალგამშვები კვანძები.
ამ ეტაპზე, ელექტრომექანიკური მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საირიგაციო ქსელით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის – მერეთის, გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას 282 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება .
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 2012 წლიდან, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 45 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 20 855 ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები