შსს-ს წარმომადგენლებმა თამბაქოს კონტროლის აღსრულების შესახებ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან დაცვის სახელმწიფო კონტროლისა და თამბაქოს კონტროლის სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც  თამბაქოს კონტროლის აღსრულების პროცესში უშუალოდ არიან ჩართული.
ექსპერტებმა თამბაქოს კვამლის ზემოქმედების აკრძალვის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც დეტალურად განიხილეს ამ მიმართულებით არსებული ვითარება და იმ საშუალებებზე ისაუბრეს, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელია, პრობლემური საკითხების შემჭიდროვებულ ვადებში გადაჭრა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპორტო რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამომავლო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების გამართვაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები