17 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სუიციდის შემთხევა თბილისში. 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თითმკვლელობით დაასრულა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მეზობლებმა თოკით ჩამოკიდებული იპოვეს.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, ახალგაზრდამ უკანასკნელი მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე- „666“ გააგზავნა. მათივე ინფორმაციით, მოზარდმა თვითმკვლელობამდე დატოვა წერილი, სადაც იგი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.
მეზობლების თქმით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებისგან გაიგეს, რომ უბედური შემთხევა სავარაუდოდ ინტერნეტ თამაშს უკავშირდება.
მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიბა სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები