ირაკლი კობახიძე: სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ვერ იღებენ პასუხებს

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრები დასმულ შეკითხვებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხებს ვერ იღებენ.

„სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც, ბუნებრივია, არის სამწუხარო პრაქტიკა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები