ეკა ბესელია: ეს ვეტო არის კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების მორიგი ფაქტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, რომ ეს უთანხმოების ვეტო გახდა.
მისივე თქმით, უსაფუძვლოა საუბარი იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ” ეს კონსტიტუცია განხილვების გარეშე მიიღო.
„ისმის საუბარი, რომ ეს არის თანხმობის ვეტო, მაგრამ რეალურად ეს გახდა უთანხმოების ვეტო. ეს ვეტო არის კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების მორიგი ფაქტი. ეს ძალიან სამწუხაროა.
ვისურვებდი ხშირად გავიხსენოთ, როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება” იყო დარბაზში მარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ხალხთან საჯარო ფორმატის ფარგლებში. შეხვედრები იყო ღია, პირდაპირი ეთერით გადაცემული. ყოფილი ხელისუფლების დროს, დარბაზშიც კი ვერავინ შეაღწევდა”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები