შსს-მ ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის 2 პირი დააკავა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ტარიელ მ. და 1969 წელს დაბადებული ზაზა ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანის და ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ფ-მ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ტარიელ მ-მ უზრუნველყო. სამართალდამცველებმა ტარიელ მ-ს პირადი ჩხრეკისას 37 შეკვრად დაფასოებული 75,94 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 66,602 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზაზა ფ. დაკავებისას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება ზაზა ფ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და განმეორებით მოხმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ტარიელ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები