ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აკადემიკოსის გარდაცვალება “კვირას” ფრიდონ თოდუას ახლობელმა დაუდასტურა. მისივე თქმით, თოდუას ერთი თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი აღმოაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ფრიდონ თოდუა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2004 წლიდან ფ. თოდუა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2008 წელს არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. იყო მრავალი ასოციაციის, საზოგადოების, ფედერაციისა და სხვადასხვა საბჭოს წევრი.

“კვირა” მწუხარებას გამოთქვამს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები