დავით ბაქრაძე: ვისურვებ, გვყოლოდეს ისეთი მერი, რომელიც უკეთესს გახდის ჩვენს დედაქალაქს

“ვისურვებ, რომ გვყოლოდეს ისეთი მერი, რომელიც უკეთესს გახდის ჩვენს საყვარელ დედაქალაქს”, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა და მოსახლეობას თბილისობა რიყის პარკში მიულოცა.
„ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს ყველა თბილისელს და არა მხოლოდ თბილისელს, ვინაიდან თბილისი ეკუთვნის მთელ საქართველოს, ამიტომ, მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ვისურვებ, რომ გვყოლოდეს ისეთი მერი, რომელიც უკეთესს გახდის ჩვენს საყვარელ დედაქალაქს და თითოეულ ოჯახს თბლისში ვუსურვებ, ჰქონოდეს მშვიდობა, სიკეთე და ბევრი ხალისიანი და ღიმილიანი დღე, წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები