ვიქტორ დოლიძე: ეფექტური მუშაობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებს , პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნას და კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ვიქტორ დოლიძის განცხადებით კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მინისტრი ეფექტური მუშაობისთვის საკანონდებლო ორგანოს და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„ვფიქრობ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მივიღებთ კარგ კონსტიტუციას, ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც იქნება დაფუძნებული ძლიერ პარლამენტზე,  დამოუკიდებელ მიუკერძოებელ პრეზიდენტის ინსტიტუტზე  ,ისევე, როგორც ძლიერ და დამოუკიდებელ  სასამართლოს სისტემაზე. ეს არის ძალიან სერიოზული და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მითუმეტეს იმ კონსტიტუციასთან შედარებით, რომელიც აქამდე გვქონდა .

ეფექტური მუშაობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებს , პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკანონდებლო დონეზე იყო ჩართული ამ პროცესში“,- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები