ირანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

2017 წლის 9-10 ოქტომბერს თბილისში გაიმართება საქართველო-ირანის სამთავრობათშორისო მეექვსე ერთობლივი ეკონომიკური კომისია. -ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ირანული მხრიდან სხდომას უხელმძღვანელებს ალი რაბიი ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი, ხოლო ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

კომისიის ფარგლებში იმუშავებს ოთხი დარგობრივი ჯგუფი: 1) ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის 2) ინვესტიციების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის 3) ენერგეტიკის 4) კულტურის, სოციალური და ჯანდაცვის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირანის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან. -ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები