გერმანიაში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია სტუდენტის გადმოსვენების პროცესში. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ამ დრომდე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ქართველი ახალგაზრდა გერმანიაში წასვლამდე, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.