ზუგდიდში „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა
ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობის ინფორმაციით, საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.