ქეთევან ციხელაშვილი: სირიის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება

ჩვენი პოლიტიკა და დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მათ შორის, მისი ძალისმიერი მეთოდებით მიღწეული შედეგების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ იყოს ნიველირებული.-ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლობის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური რესურსი მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკის განხორციელება ვერ შეძლოს.
“ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს კომუნიკაცია უცხოეთში ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით.

ჩვენი პოლიტიკა და დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მათ შორის, მისი ძალისმიერი მეთოდებით მიღწეული შედეგების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ იყოს ნიველირებული. დღემდე, რუსეთის აღიარების პოლიტიკა არის, ფაქტობრივად, წარუმატებელი პოლიტიკა და ეს, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს მუდმივ ყურადღებას და დიპლომატიურ რესურსს მოითხოვს საქართველოს და ჩვენი მეგობრების მხრიდან. დღეს, ამ კონკრეტულ მიმართულებაზეც გააქტიურებულია დიპლომატიური რესურსი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები