იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოს მაღალ შეფასებას აძლევს

იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტომ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ  მიდგომებს მაღალი შეფასება მისცა.

“ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც იტალიისთვის, ისე – საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია; იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები ასევე თქვენი ღირებულებებია”, – ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ორი უდიდესი ხელოვანის ნამუშევრები ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გახდება.

„საქართველო სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. შესაბამისად, თბილისი იმსახურებს კიდევ უფრო მაღალი დონის, უფრო ცოცხალ კულტურულ ცხოვრებას და რეალურად ეს არის პროექტ Check in Georgia-ს მიზანი. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც დავუჭიროთ მხარი მსგავს კულტურულ ღონისძიებებს და ჩვენთვის მაღალი სიმბოლიზმის მქონე სხვა ნამუშევრებიც ჩამოვიტანოთ საქართველოში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს“, – განაცხადა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კვირიკაშვილმა და ივან სკალფაროტომ ერთობლივად დაათვალიერეს ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები