საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები (PSC) ეწვევიან

2017 წლის 5,6 ოქტომბერს საქართველოს ეწვევიან ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები.
ვიზიტის ფარგლებში Pშჩის ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,გიორგი კვირიკაშვილთან; საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან; საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან; ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციისხაზის მონახულება; ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში Pშჩ-ის ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,გიორგი კვირიკაშვილთან; საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან; საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან; ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები