„ყველანი ვთანხმდებით, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე კონსენსუსია და სადავო საკითხები არ არსებობს”

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მარგველაშვილს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია.

თუმცა, მისივე თქმით, ყველანი შეთანხმდნენ, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე კონსენსუსია და სადავო საკითხები არ არსებობს.

„პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე კონსენსუსია და სადავო საკითხები არ არსებობს. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე – გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში გაახმოვანებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე, არ უთქვამს, რომ ეს დაკავშირებულია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები