თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს

თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ფაქტია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა ეროვნული საკონკურსე კომისიის უნიკალურ მოდელი შეიქმნა. იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

„მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი არაერთი კრიტიკული მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები. ფაქტია ის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალური მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსე კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც, პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი სამპირიანი სია. დღეს უკვე შევიტყვეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს. მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობეს, გაიმართება მომავალ კვირებში, სადაც უკვე საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები