ანა დოლიძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა, კონსტრუქციული პროცესია დაწყებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის​​, ანა დოლიძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ, საქმიან და სამუშაო გარემოში ჩაიარა. მისი თქმით, შეხვედრაზე უმრავლესობამ საკუთარი პოზიციები წარმოადგინა იმ ორ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც, უმრავლესობას სურს, რომ პრეზიდენტის ვეტოში იხილოს. გარდა ამისა, ანა დოლიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაიწყო, თუმცა, რა შედეგებამდე მივა ეს, რთული სათქმელია.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებულია ძალიან კარგი თანამშრომლობა, კონსტრუქციული პროცესი. რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს, რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, რადგან პროცესი გრძელდება. აქ ბუნებრივია, ბევრი მხარეა ჩართული. დღეს წარმოდგენილი იყო უმრავლესობა საკუთარი პოზიციებით. პრეზიდენტი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთანაც აწარმოებს, ვინაიდან ქმედითი დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი აუცილებელი ნაბიჯებია, ამიტომ როგორ შედეგებს მოგვიტანს, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები