კომპანია m²-ის წარმომადგენელი: m2-ს „ცენტრ პოინტი“ არ უყიდია

კომპანია m2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დავით გორგილაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ გაყიდვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ m2-ს კომპანია „ცენტრ პოინტი“ არ უყიდია, თუმცა m2-ს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს.
როგორც დავით გორგილაძემ განაცხადა, m2-მა საკუთარი ხედვა უკვე გააცნო, როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს.

„m2-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. m2-მა საკუთარი ხედვა უკვე გააცნო, როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ m2 არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს“. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მაქვს“, – განაცხადა დავით გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები