ლატვიური და ქართული მუსიკის საღამო გაიმართება

13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებით ხელოვნების მუზეუმში ლატვიური და ქართული მუსიკის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ლატვიური ქალთა ანსამბლი „ერა“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“ და მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“.
12-18 ოქტომბერს საქართველოში საკონცერტო ტურნეს გამართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი „ერა”. ტურნეს ფარგლებში ანსამბლი გამართვას კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ანსამბლ “დიდგორთან” ერთად.

ტურნეს ორგანიზატორია მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები