სოფიო ქაცარავას ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო  ქაცარავას ინიციატივით, ხვალ 13:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან ერთად გაიმართება ღონისძიება.

ღონისძიება სახელწოდებით ”ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები” მოიცავს საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს, პროგრესს და გამოწვებებს ამ მიმართულებით, სიტუაციის აღწერას საქარველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იგნასიო სანჩეს ამორი.

ღონისძიების მიზანია მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება როგორც ხელისუფლების მიღწევების, ისე გამოწვევების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
”ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა გავაცნოთ ჩვენს კოლეგებს ამ სფეროში მიღწეული პროგრესი და ასევე ვიმსჯელოთ კონფლიქტით დაზარალებულთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების შესახებ, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სადამკვირვებლო საერთაშორისო ირგანიზაციების დაშვების შესახებ, რაც მინსკის დეკლარაციაშიც ავსახეთ.

ზოგადად ამ ფორმატში ღონისძიებების გამართვა მიმართულია საქართველოს როგორც დემოკრატიული ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდასა და საპარლამენტო დიპლომატიაში მნიშვნელოვანი პარტნიორის როლის განმტკიცებისკენ”. – სოფიო ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები