მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-სწარმომადგენელთან ჰარლემ დეზირთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ეს დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და დღეისთვის არსებული პროგრესის შესახებ.ყურადღება ასევე გამახვილდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლითაც ქვეყანაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება დღეისთვის არსებული პლურალისტური მედიაგარემო.

საუბარი ასევე შეეხო ეუთოს სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციას, რომელიც საქართველოში უკვე 14 წელია ტარდება, ჰარლემ დეზირმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ტრადიციული მასპინძლობისთვის.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტით იმყოფება მ.წ. 2-4 ოქტომბერს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები