„როცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელს ურტყამს, ეს კადრი არაფერს არ ამართლებს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გუშინ მერიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერიასთან ცალკეული პირების მხრიდან დადგენილი წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაც კადრებში ძალიან კარგად ჩანდა. როგორც მედიის წარმომადგენლებს ბესელიამ განუცხადა, არც პარლამენტის წევრს და არც ყოფილ წევრს განუსაზღვრელი უფლებები არ აქვს.
„ყველაფერს თავისი წესები და ფორმა აქვს. ჩვენს უფლებებსაც შეუზღუდავი სახე არ აქვს და გარკვეულ უფლებებთან ერთად ვალდებულებები გვაქვს, რომელიც უნდა დავიცვათ. გუშინ, ცალკეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი წესების დარღვევას და ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანდა. რაც კადრებში გამოჩნდა, ძალიან სამარცხვინო იყო, როცა ის ადგილები დანგრეული იყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იყო მოწყობილი. არც პარლამენტის წევრს და არც ყოფილ წევრს არ აქვს განუსაზღვრელი უფლებები. წესების დაცვით ყველა სურვილის რეალიზება შეიძლება მოხდეს, მაგრამ როცა კადრს ვხედავთ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელს როგორ ურტყამს, ეს კადრი არაფერს არ ამართლებს“, – დასძინა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები