„ნაცმოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი აქციის დროს დაკავებული ექვსი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათი პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის დადგენილება გახდა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიას სასამართლოსგან გაეგზავნება დადგენილება, რომ სასამართლოს წარუდგინოს აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. რაც შეეხება ვადას, მერიამ აღნიშნული ჩანაწერები დადგენილების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს. თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი გუშინ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები