ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს დებატებში იწვევს.

დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ აქამდე მსგავსი დებატები რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა პირდაპირი ეთერი ამ დრომდე არ შემდგარა.

„ხშირად ჟურნალისტები მთხოვდნენ კალაძესთან მე მიმეღო დებატებში მონაწილეობა, თუმცა არც ერთხელ შედგა დებატები. ახლა მივმართავ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჩემ კონკურენტს – კახა კალაძეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ მასთან დებატებზე. მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ იმაზე, თუ რას უპირებენ ქალაქს, როგორ უნდა უშველონ საცობებს, მოშხამულ ჰაერს და გამწვანებას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები