ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან გოცირიძე პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო. მან მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტი ჩიტარანჯან ნარახანი პურანდარე ​ჩაჩავას კლინიკაში მიიწვია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტი ჩიტარანჯან ნარახანი პურანდარე და სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა II საერთაშორისო ყრილობაში მონაწილე დელეგატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტში გამართულ შეხვედრას ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან გოცირიძე ესწრებოდა, რომელმაც მოგვიანებით მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტს ჩაჩავას კლინიკაში უმასპინძლა.
სტუმარმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში, ჩიტარანჯან ნარახანი პურანდარემ ჩაჩავას პარტნიორი ღუდუშაურის კლინიკა Gudushauri Clinic დაათვალიერა.
უახლოეს პერიოდში დაიგეგმა შემდგომი აქტივობები, რომლებიც მხარეების თანამშრომლობას გააღრმავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები