ბავშვები და თეატრი – შეხვედრა ვოლკერ ლუდვიგთან გაიმართება

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში  ბერლინის GRIPS თეატრის დამაარსებელ ფოლკერ ლუდვიგთან და თეატრ „აიწონა-დაიწონას“ რეჟისორ მარეიკე ვენცელთან საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრალური კომპანია „აიწონა-დაიწონადან“ აცნობეს, მოხარულნი არიან, უმასპინძლონ ბერლინის GRIPS თეატრის დამაარსებელ ფოლკერ ლუდვიგს თბილისში და მასთან ერთად მიმოიხილონ როგორც საბავშვო თეატრის ამჟამინდელი მდგომარეობა, აგრეთვე თეატრთან დაკავშირებული მომავალი გეგმებიც.

„საჯარო ლექციის ფარგლებში, გვინდა ვისაუბროთ თეატრზე, როგორც ინსტრუმენტზე და მისი გამოყენების სტრატეგიებზე ბავშვების გაძლიერებისა და მათთან მუშაობის პროცესში“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფოლკერ ლუდვიგისა და გრიპს თეატრი

GRIPS თეატრი არის პირველი თეატრი მსოფლიო მასშტაბით, რომელმაც მუსიკისა და იუმორის გამოყენებით, კრიტიკულად ასახა ის რეალობა, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევდათ ცხოვრება. GRIPS-მა განაგრძო ამ იდეის განვითარება და უკვე 40 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს საქმიანობას. თუმცა იგი ღიაა გამოწვევებისა და ახალი შემოქმედებითი გზების ძიებისთვის. GRIPS-ის მიზანი ყოველთვის იყო, მაყურებლისთვის ეჩვენებინა, ის რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ექვემდებარება ცვლილებებს.
GRIPS თეატრი არის ანტი-ელიტისტური, პოლიტიკური თეატრი ხალხისათვის, რომელიც განკუთვნილია ყველა თაობის, კულტურისა და სოციალური კლასის წარმომადგენლისათვის. GRIPS თეატრის სპექტაკლები ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში დაიდგა მსოფლიოს მასშტაბით. მისი პიესები პირველად იდგმება საქართველოში, ახალ თეატრალურ კომპანია „აიწონა-დაიწონას“ მეშვეობით.
„აიწონა-დაიწონა“ ახალი თეატრალური კომპანიაა, რომელიც ეფუძნება GRIPS თეატრის მოდელს და სთავაზობს სპექტაკლებს ქართველ მაყურებელს. იგი ერთი წლის წინ დაფუძნდა და მოგზაურობს საქართველოს მასშტაბით სპექტაკლ „სახლობანათი“ („Mann O Mann“), რომელიც უჩვენეს საქართველოს 15-ზე მეტ ქალაქში და მას დაესწრო 600-ზე მეტი ბავშვი.
„აიწონა-დაიწონას“ მიზანია, ჩამოაყალიბოს თეატრალური კომპანია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საქართველოში. მისი წარმოდგენები ასახავს ბავშვების რეალობას და აგრეთვე სთავაზობს მათ, პრობლემების გადაწყვეტის გზებს. იგი ქმნის სივრცეს, რომელშიც ბავშვებს შეეძლებათ თვითგამოხატვა, ღიად საუბარი პრობლემებზე და ახალი გზების აღმოჩენა მათ შესაცვლელად.
ღონისძიება ჩატარდება DVV International საქართველოს მხარდაჭერით „აიწონა -დაიწონას“ მიერ.
ღონისძიება წარიმართება: გერმანულ და ქართულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები