თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

7-15 ოქტომბერს თელავში  მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალზე ახალი თაობის წარმომადგენლები, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ლაურეატებიც წარდგებიან მსმენელის წინაშე.

ფესტივალის პროგრამა:

7 ოქტომბერი, 19.00
ფესტივალის გახსნა
საფესტივალო ორკესტრი
დირიჟორი – არიელ ცუკერმანი
სოლისტი – ლუკაშ ვონდრაჩეკი / ფორტეპიანო/ ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის საერთაშორისო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული
• ანტონინ დვორჟაკი – სიმფონია №8 სოლ მაჟორი, თხზ. 88
• სერგეი რახმანინოვი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3, რე მინორი, თხზ.30

8 ოქტომბერი, 19.00
კამერული მუსიკის კონცერტი
/ეძღვნება ედუარდ ბრუნერის ხსოვნას/
ელისო ვირსალაძე /ფორტეპიანო/
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი
ანდრეი ბარანოვი /ვიოლინო /
როდიონ პეტროვი /ვიოლინო/
ფედორ ბელუგინი /ალტი/
ალექსეი ჟილინი / ჩელო/
• ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის №1, მი მინორი, K.304
• ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის № 4, დო მაჟორი, თხზ.102
• რობერტ შუმანი – ადაჟიო და ალეგრო, თხზ. 70
• რობერტ შუმანი – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის № 1, ლა მინორი, თხზ 105
• ანტონინ დვორჟაკი – საფორტეპიანო კვინტეტი, ლა მაჟორი, თხზ.81

10 ოქტომბერი, 17.00
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
ბორის ბერეზოვსკი

12 ოქტომბერი, 19.00
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი
კონცერტს უძღვება პროფესორი რევაზ თავაძე
კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

14 ოქტომბერი, 19.00
საფესტივალო ორკესტრი დირიჟორი არიელ ცუკერმანი
საქართველოს სინფონიეტა
სოლისტები
გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/
ჯაიუნ ლი /ვიოლინო/
დანიელ პეტრიკა ჩობანუ /ფორტეპიანო/
• კახა ცაბაძე – „ეპიტაფია“ ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის (ეძღვნება ედუარდ ბრუნერის ხსოვნას)
• მაქს ბრუხი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №1, სოლ მინორი, თხზ. 26
• სერგეი პროკოფიევი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3, დო მაჟორი, თხზ.26.

15 ოქტომბერი 19.00
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
საფესტივალო ორკესტრი
დირიჟორი – არიელ ცუკერმანი
სოლისტები
ელისო ვირსალაძე /ფორტეპიანო/
მამიკონ ნახაპეტოვი /ფორტეპიანო/
დიმიტრი პროკოფიევი /ჩელო/
• ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, მი ბემოლ მაჟორი №10, KV 365
• რობერტ შუმანი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის, ლა მინორი, თხზ. 129
• ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3, დო მინორი, თხზ.37

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები