თბილისის თეატრალური ფესტივალის მონაწილეთა გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება

3 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისის თეატრალური ფესტივალის მონაწილეთა გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრები, თანამედროვე ქართული თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით,    დაესწრებიან.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი,  რომელიც 18 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გაიმართება, სპექტაკლებს თბილისში მეცხრედ უმასპინძლებს. ქართველი მაყურებელი იხილავს რუსეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის თეატრების დადგმებს.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალის ფარგლებში შემოქმედებითი დისკუსიები, გამოფენები და პერფორმანსები იმართება, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ.

2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები