„კუმურდოს რესტავრაცია თაობების ოცნება იყო და მავანნი ვერ ეგუებიან, რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი“…

კუმურდოში მე-10 საუკუნის ძეგლის რესტავრაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გამოეხმაურა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ზოგი სპეციალისტი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კუმურდოს პროექტი არასწორია. ვეცდები, რამდენიმე პუნქტით განვმარტო კუმურდოს ესოდენ სტრატეგიული პროექტი.
1. კუმურდოს რესტავრაცია თაობების ოცნება იყო და მავანნი ვერ ეგუებიან, რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი.
2. 2015 და 2016 წლები, ძირითადად, არქეოლოგიას დაეთმო. ამოვიდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა პროექტი.
3. 2016 წელს არქეოლოგიის პარალელურად დიდი სიფრთხილით დაიწყო რესტავრაციის პროცესი.
4. არსად არ გვეჩქარება, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ნაბიჯი აწონილი იქნება.
5. დღეს, კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, მეც პირადად ვიმყოფებოდი (ეს იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ კულტურის მინისტრის მაგივრად შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდაო).
6. დღევანდელი ინციდენტი არა რესტავრაციას. არამედ ტაძრის ეზოში ქვაჯვარის დადგმას ეხებოდა (ეს იმათ გასაგონად, ვინც ცდილობს რესტავრაციის პროცესს ხელი შეეშალოს).
7. ეს ბულეტი კი ეხება იმათ, ვინც პროექტს მსოფლიო სტანდარტებს უწუნებს; მსოფლიო სტანდარტებით რესტავირებული ძეგლი, სამწუხაროდ, მსოფლიომ ამორიცხა იუნესკოდან.
8. ეს იმათ გასაგონად, ვისაც თავისი ნამოქმედარი შედევრი მიაჩნია, ხოლო მის შემდეგ შექმნილი არაფრად; დღეს მსოფლიო სტანდარტებით აღდგენილ ძეგლებს პრობლემები აქვთ (ბაგრატში და გრემში წყალი ჩადის, რესტავრაციის უხარისხობის გამო) და ჩვენ გვიწევს გამოსწორებაზე მუშაობა“, – წერს ნიკა ანთიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ძეგლის რესტავრაცია მეორე წელია მიდინარეობს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. დაპირისპირება მოგვარებულია და რესტავრაციის პროცესი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები