პრემია „საბას“ მე-15 დაჯილდოება გაიმართა

30 სექტემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-15 დაჯილდოება გაიმართა.
ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური კრებული” პრემია „საბა” გადაეცა ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის  -„ელეგია და სხვა”;
ნომინაციაში  „საუკეთესო რომანი” 2017 წლის ლაურეატი გახდა ალეკო შუღლაძე რომანისთვის – „გადამალვა”;
ლიტერატურული პრემია „საბა” ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას;
ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული” ლაურეატი გახდა რუსუდან რუხაძე მოთხრობების კრებულისთვის – „ერთი თქვენგანი გამცემს”;
2017 წლის ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო პიესა” გახდა ლაშა თაბუკაშვილი პიესისთვის: „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”;
ნომინაციაში „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის” პრემია „საბა” გადაეცა სიბილა ჰაინცეს ანა კორძაია-სამადაშვილის  „ვინ მოკლა ჩაიკას” გერმანულ ენაზე თარგმანისათვის;
ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი” პრემია „საბას” ლაურეატი გახდა ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარის” თარგმანისთვის;
პრემია „საბა” ნომინაციაში საუკეთესო ელექტრონული წიგნი” გადაეცა ანდრო ბუაჩიძეს წიგნისთვის -„გაზაფხული მოდის ღამეში” და ლუკა ბაქანიძეს მოთხრობების კრებულისთვის – „სად ხარ, ლაზარე”;
მკითხველის რჩეული ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი” გახდა ზურა აბაშიძე წიგნისთვის – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”;
ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი” პრემია „საბა” გადაეცა ბექა ახალაიას კრებულისთვის – „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის”;
ნომინაციაში „საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” 2017 წლის პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ლევან ბერძენიშვილი წიგნისთვის – „წიგნიერების ევოლუცია”;
ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” პრემია „საბა”გადაეცა ნანა ტრაპაიძეს წიგნისთვის -„ლიტერატურა და ლიტერატურა”;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები