მარჯანიშვილის თეატრის დასი ქვემო მაჩხაანში საქველმოქმედო წარმოდგენას გამართავს

5 ოქტომბერს, 16:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის დასი მაჩხაანის თეატრის სცენაზე ითამაშებს სპეკტაკლს „ART-ხელოვნება“.
როგორც „კვირას“ მარჯანიშვილის თეატრში განუცხადეს, სპექტაკლი მაჩხაანის თეატრის მხარდასაჭერად იმართება. მარჯანიშვილის თეატრი მხარს უჭერს სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის კულტურულ გამოცოცხლებას და უერთდება კამპანიას – „მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში”, რომელსაც ახორციელებს „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Iitiative” ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.
სპექტაკლში მონაწილეობს 3 გენიოსი არტისტი: ალეკო მახარობლიშვილი – „ივანე“; მიშა გომიაშვილი – „სერგო“; ზურა ყიფშიძე – „მამია“.
დამდგმელი რეჟისორი – თემურ ჩხეიძე; რეჟისორის თანაშემწე – ლია მამიაშვილი; მხატვარი – იური გეგეშიძე; კომპოზიტორი – გივი გაჩეჩილაძე; მთარგმნელი – თამაზ გოდერძიშვილი.
ბილეთების ფასი: 3 ლარი. შემოსული თანხა მოხმარდება მაჩხაანის თეატრის აღდგენას.
P.S. სპექტაკლზე დაიშვებიან მხოლოდ 13+ ასაკის სტუმრები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები