ზესტაფონში ახალი სკვერი გაიხსნება

ზესტაფონში, მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერი ოქტომბრის თვეში გაიხსნება. საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42850 ლარით არის დაფინანსებული. პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორია ფერადი ფილებით მოეწყობა, დამონტაჟდება განათების სისტემა, სკვერი სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება, განთავსდება დასასვენებელი სკამები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ქართუმშენი“ აწარმოებს.
მეგობრობის ქუჩა N 11 – ში სკვერის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები